воскресенье, 16 марта 2014 г.

შემაჯამებელი რეფლექსია

დამთავრდა ჩვენი ტრენინგი , 9 დატვირთული და საინტერესო დღე. ამ დღეების მანძილზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე. ახლა მივხვდი, რომ იმ პროექტებს, რომლებიც აქამდე მქონდა გაკეთებული მოსწავლეებთან ერთად, ბევრად უფრო მარტივად გავართმევდით თავს და მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. მიღებული ცოდნა აუცილებლად გამოვიყენებ მომდევნო პროექტების განხორციელებისას. მადლობა მეგი მასწავლებელს ასეთი საინტერესო ტრენინგებისათვის!

воскресенье, 2 марта 2014 г.

02.03.2014 რეფლექსია

ყოველი დღე აღმოჩენებით არის სავსე. დღეს შევქმენი მოსწავლის  პრეზენტაციის, გაზეთის ნიმუში, პუბლიკაციის ნიმუში მოსწავლის როლში. სამუშაო დატვირთული და საინტერესო იყო. მეგი მასწავლებელი ისეთი გულდასმით და გასაგებად გვიხსნის ყველაფერს, რომ ყოველ გაკვეთილზე ხალისით, მოტივირებული მოვდივარ.  :) 

суббота, 1 марта 2014 г.

01.03. 2014 რეფლექსია

დღევანდელი დღე საინტერესო იყო, გავიგე როგორ უნდა მოვახდინო საავტორო უფლებების დაცვა, ვისწავლე რას ნიშნავს და როგორ ივსება ,,ბიბლიოგრაფია“. გადავხედე და შევავსე ჩვენს მიერ დაწყებული სამუშაოები და დასრულებული სახე მივეცი ფაილებს. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.